ფეხბურთი

1:56 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული 90 წუთი ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტური გორში დაიწყო, სადაც “დილამ” “ლოკომოტივს” უმაპინძლა და უაღრესად დაძაბულ, დრამატულ შეხვედრაში 3 ქულა ბოლო წამებზე გამოსძალა.

არადა, “ლოკო” ახლოს იყო გათამაშების ერთ-ერთი ლიდერისთვის ქულები წაერთმია, მაგრამ ბოლოსკენ კონცენტრაციის ნაკლებობის გამო დაისაჯა. ანგარიში მალევე გაიხსნა. თბილისელთა კუთხურს მამია გავაშელიშვილის გოლი მიჰყვა, რომელმაც ახლო მანძინილიდან გაიტანა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა.

გაცილებით კარგი სანახავი გამოდგა მეორე ნახევარი – მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს: მიკოლა კოვტალიუკმა მოახერხა “რკინიგზელთა” კარის დალაშქვრა. თუმცა, “დილას” სიხარული ხანმოკლე გამოდგა, ვინაიდან, სამ წუთში გავაშელიშვილმა მეკარე გიორგი ბეგაშვილის შეცდომის შედეგად დუბლი გაიფორმა.

76-ე წუთზე გორელებმა გაათანაბრეს. ლეანდრო რიბეირომ თავისი გამომუშავებული პენალტი ზუსტად დაარტყა. მსაჯმა შეხვედრას 4 წუთი დაამატა და ამ მოკლე დროში ბევრი რამ მოხდა. ჯერ, გია ჩადუნელი უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის გააძევეს, რასაც ლევან ყენიას სახიფათო ჯარიმა მოჰყვა, ხოლო ჭანტურიამ დაამატა და გაიტანა. თუმცა, სტუმართა მცველი თამაშგარეში გახლდათ და გოლი გაუქმდა. ამ მომენტიდან წუთიც არ იყო გასული, როდესაც “ლოკომოტივის” დაცვის ხაზი ჩავარდა, მიკოლა კოვტალიუკი მეკარესთან პირისპირ დარჩა და უკრაინელი არ შემცდარა – 3:2.

ამრიგად, “დილამ” ლეგიონერთა ძალისხმევის შედეგად მორიგი სამი ქულა მოიპოვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ტურის დარჩენი 4 შეხვედრა 28 და 29 ივნისსა ჩანიშნული.

“დილა” – “ლოკომოტივი” 3:2 (0:1)

გოლები: 0:1 გავაშელიშვილი (10), 1:1 კოვტალიუკი (58), 1:2 გავაშელიშვილი (61), 2:2 ლეანდრო რიბეირო (76, პენ), 3:2 კოვტალიუკი (90)

კოლხეთი   0 - 0    მეტალურგი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

სიონი   1 - 0    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

საბურთალო   1 - 0    დინამო თბ

შემადგენლობა

მოვლენები

ჩიხურა   0 - 0    ტორპედო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.229557