ფეხბურთი

3:35 | 27.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო მარადონა სტადიონიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს (+VIDEO)

ლეგენდარული დიეგო მარადონა საავადმყოფოში მოხვდა. ESPN-ის ცნობით, ფეხბურთის უგვირგვინო მეფე არგენტინა – ნიგერიის მატჩის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა და პირველად დახმარება სტადიონზევე ჩაუტარდა.

ოდნავ მოგვიანებით კი, ადგილობრივ საავამყოფოში იქნა გადაყვანილი. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, არგენტინამ ნიგერია 2:1 დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა. მარადონა კი, მთელი თამაშის განმავლობაში ტრიბუნაზე შესამჩნევი ფიგურა იყო.

Loading...
0.134985