ფეხბურთი

12:15 | 26.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ პასტორე იტალიაში დაბრუნდა

იტალიური “რომა” გაძლიერებას განაგრძობს. “ჯალოროსის” მორიგი შენაძენი ხავიერ პასტორეა, რომელიც იტალიის დედაქალაქში უკვე ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა.

“საოცარი გრძნობა დამეუფლა, ბედნიერი ვარ. ფორცა “რომა!”, - განაცხადა აეროპორტში პასტორემ.

29 წლის ფეხბურთელმა “მგლებთან” 5-წლიან კონტრაქტი გააფორმა და სეზონში ანაზღაურების სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს. იტალიელებმა პსჟ-ს არგენტინელის სანაცვლოდ 24.7 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ხავიერ პასტორე 2011 წლიდან პსჟ-ს ღირსებას იცავდა და ფრანგული გუნდის მაისურით 265 შეხვედრაში 45 გოლი გაიტანა. მანამდე კი, სწორედ იტალიაში ირჯებოდა, 2009-2011 წლებში სიცილიური “პალერმოს” ლიდერი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელები საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობენ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე. "რომამ" პასტორემდე ჯასტინ კლუივერტი, ბრაიან კრისტანტე, ანტე ჩორიჩი, ივან მარკანო, ნიკოლო ძანიოლო, დავიდე სანტონი და ანტონიო მირანტე შეიძინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13054