ფეხბურთი

18:05 | 25.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია "დინამოში" ვარჯიშობს (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია "დინამო" თბილისში ვარჯიშობს. 30 წლის ფეხბურთელი მშობლიურ გუნდში ფორმის შესანარჩუნებლად ივარჯიშებს, რადგან თავის ახალ გუნდს, "სან ხოსეს" მხოლოდ 1 ივლისიდან შეუერთდება.

კაშიასთან დედაქალაქური გუნდის პრესსამსახურმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის "დინამოს" ამწყოზე, თავის წარსულზე და ამერიკაში წასვლაზე საუბრობს.

აქვე გეტყვით, რომ გურამ კაშია "დინამო" თბილისში 2006-2010 წლებში ირჯებოდა (2003-2006 წლებში აკადემიაში იყო). 2010 წლიდან კი "ვიტესის" ლიდერი გახლდათ, ხოლო ცოტა ხნის წინ კონტრაქტი ამერიკულ "სან ხოსეთან" გააფორმა.

0.11487