ფეხბურთი

15:33 | 25.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა ზარანდია "არკაში" რჩება

საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი ლუკა ზარანდია “არკაში” რჩება. როგორც პოლონური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდა და კლუბში 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

22 წლის ზარანდია “არკას” ღირსებას 2017 წლიდან იცავს და დღემდე 29 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. მათ შორის, ყველაზე დასამახსოვრებელი, სილამაზით და მნიშვნელობით 2017 წლის 2 მაისს, პოზნანის “ლეხს” გაუტანა პოლონეთის თასის ფინალში გაუტანა.

გასულ სეზონში კი, ექსტრკლასაში 15 მატჩში 1 გოლი მიითვალა, ხოლო თასზე 4 თამაშში ორჯერ გამოიჩინა თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101691