ფეხბურთი

11:12 | 25.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბატისტუტა მესიზე: "მე რა უნდა ვურჩიო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს?!"

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გაბრიელ ომარ ბატისტუტა “ალბისელესტესა” და ლიონელ მესის შესახებ კომენტარს აკეთებს. “ბატი გოლის” განცხადებით, არგენტინას შანსი ჯერ კიდევ გააჩნია და არავინ იცის, რა მოხდება.

“რა თქმა უნდა, გვერჩივნა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო და იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ჯერ არაფერ დასრულებულა. ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს იტყვი. ერთი შანსი კიდევ არის და ვნახოთ რა მოხდება.

რას ვურჩევ მესის? – რა უნდა ვურჩიო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს? ლეო ძალიან დიდია და კრიტიკას აზრი არ აქვს”, - თქვა ბატისტუტამ.

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები D ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა ბოლო ტურში (26 ივნისს) თუ ნიგერიას დაამარცხებს, დიდი ალბათობით, მერვედფინალის საგზურსაც მოიპოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121011