ფეხბურთი

0:52 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ედუარი "სელტიკის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა

ფრანგი ცენტრალური თავდამსხმელი ოდსონ ედუარი "სელტიკის" სრულუფლებიანი წევრი გახდა. როგორც შოტლანდიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 20 წლის მოთამაშემ გლაზგოელებთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "სელტიკმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ "პარი სენ ჟერმენს" 8 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი გადაუხადა და ოდსონი კლუბის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა.

ედუარი პსჟ-ს აკადემიის აღზრდილია და ფრანგებმა თავდამსხმელი ჯერ 2016 წელს "ტულუზაში" გაანათხოვრეს, ერთი წლის შემდეგ კი - "სელტიკში". გასულ სეზონში ოდსონმა ყველა ტურნირზე 29 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117578