სხვა

20:35 | 15.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გრიგორი როდჩენკოვი „როდჩენკოვის ანტისადოპინგო აქტის" შემოღებას მიესალმება

აშშ-ის კონგრესი ქვეყანაში დოპინგზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე ახალი კანონის შემოღებას განიხილავს. WADA-ს ინფორმატორის, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმღვანელის გრიგორი როდჩენკოვის საპატივცემულოდ, კანონს მისი სახელი Rodchenkov Anti-Doping Act (RADA) ეწოდება.

"მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დოპინგის მოხმარებაგრძელდება, მოხარული ვარ, რომ აშშ-ის კონგრესმა სუფთასპორტსმენთა და სამართლიანი სპორტის დაცვა გადაწყვიტა. ესკანონპროექტი საშუალებას მოგვცემს გავუსწორდეთ კორუმპირებულსისტემას. იმედია, კონგრესის დანარჩენი წევრებიც მხარს დაუჭერენ ამ მისწრაფებას", - განაცხადა რუსული დოპინგსისტემის მამხილებელმა, 2015 წელს აშშ-ში გადახვეწილმა როდჩენკოვმა.

„როდჩენკოვის კანონი" სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ითვალისწინებს:

- დოპინგის გამოყენებაში, დამზადებაში და გავრცელებაში მხილებულს დაეკისროს მილიონ დოლარამდე ჯარიმა ან მიესაჯოს 10 წლამდე პატიმრობა. ეს ეხება მნიშვნელოვან შეჯიბრებებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სპორტსმენები თუ ორგანიზაციები;

- სუფთა სპორტსმენებს, რომლებმაც დოპინგის მომხმარებელთა გამო დაკარგეს მედლები ან საპრიზო თანხა, საშუალება მიეცეთ მოითხოვონ მართლმსაჯულება;

- შურისძიების და შესაძლო ანგარიშსწორებისგან დაიცვან ინფორმატორები;

- აშშ-ს მიეცეს საშუალება უცხოური წყაროებიდან მიიღოს მტკიცებულებები.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114998