თამაშგარე

10:50 | 15.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოსტუმმორგებული გეორგ ჰაჯი

ლეგენდარული რუმინელი ფეხბურთელი, გაღმაზღვეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, გეორგ ჰაჯი მწვრთნელობის შემდეგ, საფეხბურთო ფუნქციონერის როლს მშვენივრად შეეგუა და ახლა “კარპატების მარადონად“ სახელდებული მეგოლე, საფეხბურთო კლუბის - “ვიტორიო კონსტანტას“ პრეზიდენტი, მფლობელი და დამაარსებელია.

შარვალ-კოსტუმის ტანზე კარგად მორგების შემდეგ, გეორგ ჰაჯი რუმინეთის ბიზნეს-წრეებშიც კოხტად გაერია და რა გასაკვირია, რომ ეს კაცი აღმოსავლეთ ევროპის ბულვარული მედიის მუდმივი ყურადღებს ცენტრშიცაა. ერთი ისაა, რომ “ყვითელმა“ მოკალმეებმა ბევრი ძიებისა და კირკიტის მიუხედავად, ჰაჯის ქალებში წანწალის ფაქტები ვერა და ვერ დააფიქსირეს და ბოლოს კიდეც დაანებეს თავი.

ჰაჯის მეუღლე, ქალბატონი ლინდა იძახის, სულ ასე არ იყო საქმე და ადრე პატივცემულ გეორგსაც გაუნავარდია ქალებშიო. მაგრამ ახლა ლეგენდარული ვლახი სულ სხვა წონისა და იმიჯის კაცია და როგორც ჩანს, ყველას ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც რეალობა ლამაზ ასულთა ტან-ფეხზე და ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132652