ფეხბურთი

2:42 | 15.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"7 ფაქტი გურამ კაშიაზე" - "სან ხოსემ" ქართველი ქომაგებს გააცნო

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას "სან ხოსეში" გააგრძელებს, სადაც ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელი იქნება. ამერიკულმა კლუბმა ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა, 7 ფაქტი გურამ კაშიას შესახებ - სწორედ ასე გააცნო ქომაგებს ქართველი ახალწვეული.

"2010 წლის აგვისტოდან “ვიტესის” შემადგენლობაში 293 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა.

2017-2018 წლების სეზონში კაშიამ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა ერედივიზიონის ორი თამაშის გარდა. გაიტანა 3 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა. “ვიტესმა” დაიკავა მეექვსე ადგილი და პლეი-ოფში მოგებული ზედიზედ ოთხი მატჩით ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მიჯრით მეორედ მოიპოვა.

გურამ კაშიას მეწყვილე დაცვის ცენტრში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში აშშ-ს ნაკრების წევრი მატ მიაზგა იყო.

2016-2017 წლების სეზონში ჰოლანდიის თასი მოიგო, სადაც ყველა შეხვედრა ითამაშა, გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. გოლი 1/4 ფინალში “ფეიენოორდს” გაუტანა.

2012 და 2013 წლებში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო 2015 წლის აგვისტოში ერედივიზიონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

კაშიას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 64 თამაში ჩაატარა. 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. 2018 წლის 1 ივნისს, საქართველომ მისი გოლით დაამარცხა მალტა 90-ე წუთზე.

კაშიას ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელი იყო “ვიტესში” (2011-2017) და საქართველოში ნაკრებში დღემდე (2014 წლიდან)".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114837