ფეხბურთი

19:59 | 14.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კაშია "სან ხოსეში" გადავიდა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ვიტესის" ყოფილი ფეხბურთელი გურამ კაშია კარიერას "სან ხოსეში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკული და ჰოლანდიური კლუბების ოფიციალურმა ვებგვერდებმა დაადასტურეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს გურამი. კაშია კლუბის სრულუფლებიანი წევრი და ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდები 10 ივლისიდან გახდება.

კაშია "ვიტესში" 2010 წელს თბილისის "დინამოდან" გადავიდა. რვა სეზონის განმავლობაში ქართველმა ჰოლანდიურ გუნდში 293 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2012 და 2013 წლებში კაშია არნემელთა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო 2016/17 წლების სეზონში ჰოლანდიის თასი მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანს ერედივიზიონში "ვიტესის" მაისურით ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

Loading...
0.153693