თამაშგარე

12:12 | 14.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გულდათუთქული ლარისა

ამქვეყნად სამართალი რომ იყოს, გულ-მკერდ-ბარძაყდალოცვილი პარაგვაელი მოდელი, ლარისა რიკელმე, დღეს სამუნდიალედ უნდა ემზადებოდეს და ახალთახალი სამწმერთულების სახალხოდ გამოზეურებას უნდა ეშურებოდეს, მაგრამ აბა ვინა სთქვა კაცობრიობის სამართალი?!...

დიადი ხოსე ლუის ჩილავერტის თაობის შემდეგ, პარაგვაის საფეხბურთო ნაკრებისათვის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა აუხდენელ ოცნებად იქცა და ჩვენს გულდათუთქულ ლარისა რიკელმეს ისღა დარჩენია, დარდიანად გააყოლოს თვალი სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებიდან მუნდიალზე წასულ ქომაგებს.

პარაგვაიში ბოროტი ენები ამბობენ, - ჩვენს საფეხბურთო სისტემაში ყველა და ყველაფერი მოძველდა, მათ შორის ნაკრების თილისმაც კი და ახლა დროა, ლარისა რიკელმეს ადგილი სხვა ლამაზმანმა დაიკავოსო. მაგრამ ამის თქმას რიკელმაანთ ლარისას პირში ვინ გაუბედავს? ეტყვიან და რაც დაემართებათ - სხვებს გაუნაწილონ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125655