ფეხბურთი

11:54 | 13.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე და "ემპოლი" შეთანხმდნენ

საქართველოს ნაკრების თავდამხმელი ლევან მჭედლიძე სერია A-ს ბინადარ “ემპოლიში” რჩება. Iltirreno.gelocal.it-ის ინფორმაციით, ტოსკანური გუნდი და ქართველი ფეხბურთელი უკვე შეთანხმდნენ, რომ კონტრაქტი 1 წლით გახანგრძლივდება.

აღსანიშნავია, რომ ლევანს მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, თუმცა, როგორც ჩანს “ემპოლიში” მას კვლავ ენდობიან.

შეგახსენებთ, ლევანმა 2017 წლის აპრილში მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 2017-2018 წლების სეზონში არ უთამაშია. “ემპოლი” კი ახალი სეზონიდან სერია A-ში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110398