თამაშგარე

18:47 | 12.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიეროს კრიტიკული 19 წელი

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის ალესანდრო დელ პიეროს ოჯახი დაინგრა. იტალიური ტაბლოიდები იტყობინებიან, რომ “იუვენტუსის” ყოფილი კაპიტანი და მისი აწ უკვე ყოფილი მეუღლე სონია ამორუზო 19-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ.

ალექსისა და სონიას ურთიერთობა სამაგალითოდ მიიჩნეოდა იტალიურ სპორტულ ცხოვრებაში, თუმცა, როგორც ჩანს ბზარი მათმა სიყვარულმაც მიიღო.

უმნიშვნელო, მაგრამ დამთხვევა – დელ პიერომ “იუვენტუსი” 19 წლის შემდეგ დატოვა და ახლა, ზუსტად იგივე დროში დაუსვა წერტილი კიდევ ერთ ცხოვრებისეულ სიყვარულთან ურთიერთობას.

ალექს დელ პიეროსა და სონია ამორუზოს სამი შვილი აკავშირებთ.

0.111838