ფეხბურთი

14:19 | 10.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელს" "რომას" მცველის დამატება სურს

"რომას" ცენტრალურმა მცველმა ჟუან ჟეზუსმა შესაძლოა კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს. როგორც L`Equipe იუწყება, ფეხბურთელით "მარსელი" დაინტერესდა და მზადაა "რომას" მიერ ტრანსფერი სანაცვლოდ მოთხვნილი 12 მილიონი ევრო გადაიხადოს. ჟუანს რომაულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე აკავშირებს.

ჟეზუსი "რომაში" პირველად 2016 წელს "ინტერიდან" იჯარის წესით მოხვდა. ერთი წლის შემდეგ კი "მგლებმა" ბრაზილიელი 8 მილიონ ევროს სანაცვლოდ გამოისყიდეს. გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა 29 შეხვედრა ჩაატარა.

0.118408