ფეხბურთი

15:28 | 9.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: "რამოსმა ჯერ ამატირა, ახლა - მაცინებს"

ორი კვირა გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან, მაგრამ მოჰამედ სალაჰისა და სერხიო რამოსის ეპიზოდის შესახებ საუბარი არ წყდება. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა “რეალის” კაპიტანის შესახება საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა და ტყუილშიც დაადანაშაულა.

როგორც სალაჰმა ესპანურ გამოცემა Marca-სთან ინტერვიუში თქვა, სერხიო რამოსმა ჯერ აატირა, ახლა კი – გააცინა:

“არ ვიცი, შესაძლოა, განზრახ ითამაშა ასე. ახლა უკეთ ვარ და ვიმედვონებ, რომ პირველივე შეხვედრაში, ურუგვაისთან ვითამაშებ. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ვიგრძნობ თავს უახლოეს დღეებში.

კიევში მიღებული ტრავმა ჩემი კარიერის ყველაზე რთული მომენტია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ბოლომდე ვერ შევძელი და მერე, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშიც საეჭვო გახდა”, - განაცხადა სალაჰმა.

გარდა ამისა, ეგვიპტელმა სერხიო რამოსის კომენტარებზე ისაუბრა. ესპანელმა აღნიშნა, რომ სალაჰს ფინალში თამაშის გაგრძელება შეეძლო. გარდა ამისა, განაცხადა, რომ სალაჰი მოვიკითხე და კარგად არისო.

“ლივერპულის” შემტევმა ესპანელის ზემოხსენებულ განცხადებებს ასე უპასუხა:

“სასაცილოა. მან თქვა, რომ თამაში შემეძლო? ჩემი პასუხია, რომ ადამიანმა, როელმაც თავდაპირველად ამატირა, ახლა ძალიან გამაცინა. იქნებ, ისიც მითხრას, შევძლებ თუ არა მუნდიალზე თამაშს?!

დიახ, რამოსმა მესიჯი გამომიგზავნა, მაგრამ მისთვის არ მითქვამს, რომ კარგად ვარ”, - დასძინა სალაჰმა.

Loading...
სტატისტიკა
0.232699