ფეხბურთი

15:00 | 9.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია MLS-ში ითამაშებს

საქართველოს ნაკარების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია არნემის “ვიტესს” დატოვებს. როგორც ჰოლანდიური გამოცემები იტყობინებიან, ქართველი მცველი არნემს 8-წლიანი ურთიერთობის შემდეგ კარიერას ამიერიკულ MLS-ში გააგრძელებს.

კერძოდ, “სან ხოსეში”, სადაც ერთი ქართველი ფეხბურთელი, კაშიას ყოფილი თანაგუნდელი “ვიტესში”, ვაკო ყაზაიშვილი უკვე ირჯება.

როგორც ცნობილი ხდება, გურამი უახლოეს ხანებში ამერიკაში გაემგზავრება და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კონტრაქტს გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ კაშიას “ვიტესთან” კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულება ავტომატურად განულდება.

გურამ კაშია “ვიტესის” ღირსებას 2010 წლიდან იცავს და კლუბის ლეგენდად იქცა. ერედივიზიონში არნემელთა მაისურით 245 მატჩი ჩაატარა, რაც გუნდის ისტორიაში რეკორდია. გარდა ამისა, “ვიტესის” პირველი კაპიტანი გახდა, რომელმაც ტიტული მოიგო – ჰოლანდიის თასი 2017 წელს.

ამასთან, კაშია ჰოლანდიური გუნდის გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2017-2018 წლების სეზონში ჩვენებურმა 43 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109327