კალათბურთი

10:50 | 9.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა და "გოლდენ სტეიტი" - ჩემპიონები! (+VIDEO)

NBA-ს 2017-2018 წლების სეზონი უკვე ისტორიის კუთვნილებაა, ხოლო მისი ტრიუმფატორი “გოლდენ სტეიტ უორიორზი” გახდა! “მეომრებმა” ფინალური სერია ძალიან ადვილად მოუგეს “კლივლენდ კავალიერსს” და ისტორიაში მეექვსედ იჩემპიონეს.

სერიის მეოთხე მატჩი სტივ კერის გუნდმა ერთი ამოსუნთქვით მოიგო, ისევე როგორც უშუალოდ სერია და კითხვის ნიშანი არ დაუტოვებია – 108:85. სტეფ კარმა ულიდერა გადამწყვეტ მატჩში “გოლდენ სტეიტს”, რომელმამ 37 ქულა დააგროვა.

მოედანზე გამოჩნდა ზაზა ფაჩულიაც. ჩვენებურმა 02:47 წუთში 2 ქულა და 1 მოხსნა გაახერხა. 34 წლის ქართველი ცენტრი კარიერაში მეორედ დაეუფლა NBA-ს საჩემპიონი ბეჭედს!

“კლივლენდ კავალიერსი” – “გოლდენ სტეიტი” 85:108 (25:34, 27:27, 13:25, 20:22) VIDEO

0.114562