კალათბურთი

11:36 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"გოლდენ სტეიტს" ჩემპიონობასთან ნაბიჯი აშორებს (+VIDEO)

კითხვის ნიშნები არ არსებობს: “გოლდენ სტეიტი” გაცილებით კარგი გუნდია, ვიდრე “კლივლენდ კავალიერსი”. სტივ კერის გუნდმა სერიის მესამე თამაშიც მოიგო და ჩემპიონობისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს, რაც მთავარია, უკვე ახლოსაცაა.

“კლივლენდს” ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა – უნდა მოეგო, ჩამორჩენა რომ შეემცირებინა. ამიტომაც, მატჩი მასპინძელთა აქტიური თამაში დაიწყო. პირველი მეოთხედი მეტწილად, თანაბარი გამოდგა, მაგრამ მეორე პერიოდში ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ უპირატესობა გაზარდეს. ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, კევინ ლავის სამქულიანის შემდეგ სხვაობამ საერთოდაც 13 ქულა შეადგინა, თუმცა.

თუმცა, მერე “უორიორზი” გამოფხიზლდა და მეთოდურად დაიწყო ჩამორჩენის აღმოფხვრა. დიდ შესვენებაზე კი “კლივლენდი” ოდენ 6 ქულას იგებდა. მეორე ტაიმის სტარტზევე სტუმრებმა გაათანაბრეს და მერე წინაც გავიდნენ. მიუხედავად ამისა, ჯეიმსის ძალისხმევით, “კავალერია” თამაშში რჩებოდა და შეიძლება ითქვას, ბოლო წუთზე გაიზარდა ანგარიშში სხვაბა თორემ, მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, 101:100 იყო ანგარიში. “კლივლენდი” წელში კევინ დურანტის ჩინებულმა სამქულიანმა გატეხა და საფინალო სირენამდე 50 წამით ადრე, სხვაობა 6 ქულამდე გაიზარდა. აქ ყველაფერი გადაწყდა.

საერთოდ, დურანტმა ფანტასტიკური შევხედრა ჩაატარა: 44 წუთი, 43 ქულა, 13 მოხსნა, 7 პასი, 1 ჩაჭრა. სტეფ კარიმ მხოლოდ 11 ქულა ჩააგდო, რასაც 6 პასი და 5 მოხსნა წაამატა, ხოლო კლეი ტომპსონმა 10 ქულა და 4 მოხსნა შესძინა თავისიანებს. ზაზა ფაჩულიას ამჯერად სათამაშო დრო არ მისცემია.

“კლივლენდის” რიგებში რაღა თქმა უნდა, ლებრონი იყო საუკეთესო. “მეფემ” სამმაგი დუბლით დაასრულა მატჩი, მაგრამ არ/ვერ დაუფასდა: 47 წუთი, 33 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა, 2ჩაჭრა, 2 დაფარება. ჯეიმსს მხარი მხოლოდ კევინ ლავმა აუბა, რომლის აქტივში ორმაგი დუბლი იყო – 20 ქულა, 13 მოხსნა, 3 პასი.

“გოლდენ სტეიტ უორიორზი” სერიას ძალზე დამაჯერებლად იგებს – 3:0. მეოთხე შეხვედრა კი 9 ივნისს, ისევ კლივლენდში შედგება.

“კლივლენდ კავალიერსი” – “გოლდენ სტეიტი” 102:110 (29:28, 29:24, 23:31, 21:27) VIDEO

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.209349