ფეხბურთი

2:01 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო U21 1:1 უელსი U21

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება უელსთან მეორე ამხანაგური მატჩით დაასრულა. გია ცეცაძის გუნდმა ამჯერადაც ფრე, 1:1 ითამაშა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა.

მთავარმა მწვრთნელმა მეორე მატჩში აბსოლუტურად სხვა შემადგენლობა დააყენა. ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც არშეცვალა, ლევან მაჭარაშვილი იყო. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. განსაკუთრებით, ბოლო წუთები, როცაუელსელებმა პენალტით შეძლეს დაწინაურება, თუმცა საქართველოს ნაკრებმა დარჩენილ დროში შეძლო გათანაბრება - აკაკი შულაიას პასით გიორგი კოხრეიძემ გაიტანა.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობა:

შეროზია, ქანთარია, ჭიჭინაძე, ლოჩოშვილი, შულაია, მაჭარაშვილი, ძებნიაური, ნადარაია, გოშთელიანი, ბუღრიძე, მუჯირი. შეცვლაზე შევიდნენ: გოშაძე, კობოური, ლაკვეხელიანი, გიორგაძე, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, ცეცხლაძე.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124245