ფეხბურთი

1:50 | 6.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერმა" ფრედი გაიფორმა

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ფრედი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ტრანსფერის ფინანური დეტალები ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება, თუმცა, გავრცელებული ცნობით, ფრედმა “მანიუსთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით.

ამასთან, “შახტარმა” ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო მიიღო და ეს სარეკორდო ციფრია უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში.

25 წლის ფრედი “შახტარში” 2013 წლიდან თამაშობდა და დონბასელთა რიგებში ჩატარებულ 155 მატჩში 15 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.

0.112384