ფეხბურთი

22:58 | 5.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეები ერთა ლიგაზე: ყაზახეთი სახიფათოა! (+VIDEO)

უეფას ერთა ლიგის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩები ჩაატარეს საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა – ყაზახეთმა და ლატვიამ. ეს უკანასკნელი ბალტიისპირულ დერბში ლიეტუვას გაეჯიბრა და მეორე ტაიმის სტარტზე გატანილი გოლით კარგა ხანს ამარცხებდა, მაგრამ ბოლოსკენ გაუშვა და ფრეს დასჯერდა – 1:1.

აი, რაც შეეხება ყაზახეთს, ცალსახაა, რომ სტანიმირ სტოილოვის გუნდი მთავარი კონკურენტი და ყველაზე სახიფათო მეტოქე იქნება. ყაზახები ბოლო პერიოდში შესამჩნევ პროგრესს განიცდიან და ეს შედეგებიდანც ჩანს. ყაზახეთმა ამჯერზე ასტანაში აზერბაიჯანი მიიღო და ძალზე ადვილად დაამარცხა – 3:0.

მასპინძლები უკვე მე-14 წუთისთვის იგებდნენ დამაჯერებლად. ჯერ რომან მურტაზაიევმა თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო მერე სერიკჟან მუჟიკოვმა ითამაშა ტექნიკურად და ლამაზი გოლი შეაგდო. სტოილოვის გუნდმა წერტილი მატჩის ბოლო წუთზე დასვა, როცა ბაკტიორ ზაინუტდინოვმა შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი შეაგდო – 3:0.

მოკლედ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ყაზახეთთან საქართველოს ნაკრებს მაქსიმალურად დახარჯვა და კონცენტრირება მოუწევს, სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნება დადებითი შედეგის მიღწევა და მეტწილად, ასტანაში.

შეგახსენებთ, ერთა ლიგა ზუსტად სამ თვეში, სექტემბერში დაიწყება და ვლადიმირ ვაისის გუნდი პირველ მატჩს სწორედ ყაზახეთთან ასტანაში ჩაატარებს – 6 სექტემბერს.

ყაზახეთი – აზერბაიჯანი 3:0 (2:0)

ყაზახეთი: ერიკი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი (ლოგვინენკო 69), მუჟიკოვი (ზაინუტდინოვი 64), ისლამხანი (ვოროგოვსკი 89), ტუნგიშბაევი (ჟუკოვი 53), შჩეტკინი (ტურისბეკი 82), მურტაზაიევი, შომკო (სუიუმბაევი 53), ბეისებეკოვი

მწვრთნელი: სტანიმირ სტოილოვი

გოლები: 1:0 მურტაზაიევი (12), 2:0 მუჟიკოვი (14), 3:0 ზაინუტდინოვი (90)

ლიეტუვა – ლატვია 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 დუბრა (46), 1:1 ლაუკზემისი (86)

აქვე, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების სრულ კალენდარს გთავაზობთ:

6 სექტემბერი, 2018. ყაზახეთი – საქართველო

9 სექტემბერი, 2018. საქართველო – ლატვია

13 ოქტომბერი, 2018. საქართველო – ანდორა

16 ოქტომბერი, 2018. ლატვია – საქართველო

15 ნოემბერი, 2018. ანდორა – საქართველო

19 ნოემბერი, 2018. საქართველო - ყაზახეთი

0.14897