ფეხბურთი

10:55 | 4.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი ნეიმარს: "გელოდებით" (+VIDEO)

ხორვატიისა და ბრაზილიის ნაკრებთა მატჩის დასრულების შემდეგ ლუკა მოდრიჩი და ნეიმარი გასახდელში ერთმანეთს შეხვდნენ და მაისურები გაცვალეს.

ამ ფაქტმა უმალვე გამოიწვია სპეკულაციები ბრაზილიელის მადრიდის “რეალში” შესაძლო გადაბარგებაზე. ესპანურ მედიაში ასეთ სათაურებს შეხვდებით: მოდრიჩი ნეიმარს - “გელოდებით”.

ნამატჩევს მოდრიჩმა განაცხადა: შესანიშნავი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის მოედანზე ისევ ხივლა. ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში ბრაზილიას თანაბრად ვეთამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარში ასე არ ყოფილა. ნეიმარის შემოსვლამ მეტოქე გააძლიერა. ის “რეალში”? – ვნახოთ რა მოხდება”, - აღნიშნა მოდრიჩმა.

კომენტარი გააკეთა ნეიმარმაც:

“100%-ით მზად ჯერ არ ვარ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ბრაზილიის ნაკრების მაისურით მოედანს დავუბრუნდი”, - თქვა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, ნეიმარი სამთვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ ხორვატიასთან ამხანაგურ შეხვედრაში დაბრუნდა, როდესაც მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა და ულამაზესი გოლის გატანაც შეძლო.

0.102753