ფეხბურთი

17:02 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი, ყატარი და 50 მილიონი

მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი შესაძლოა, ყატარში დასაქმდეს. ესპანური მედიის ცნობით, ფრანგ სპეციალისტის ყატარის ეროვნულ ნაკრებში იწვევენ და მეტად სარფიან პირობებსაც სთავაზობენ.

თანხმობის შემთხვევაში ზიდანი ყატარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 4 წლის ვადით გახდება, ხოლო წელიწადში ანაზღაურების სახით 50 მილიონ ევროს მიიღებს. აზიელთა მიზანია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ნაკრები კარგად მოემზადოს, რომელსაც სწორედ ყატარი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, ზიდანმა “რეალი” ორი დღის წინ თავისივე გადაწყვეტილებით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი.

0.112063