ძიუდო

17:55 | 1.06.2018 | ნანახია 2393 - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეკრება დატოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეკრება დატოვა და უერთდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ჯაბა პაპინაშვილი ავრცელებს, რომელსაც სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:

"ჩვენ საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები ვტოვებთ შეკრებას და ვუერთდებით ჩვენ ძმებს!ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს!", - წერს პაპინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ოჯახში განხეთქილება უკვე თვეზე მეტია გრძელდება, გამოსავალი კი არ ჩანს...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:01 | 02.06.2018
Socrates (689)

ქევხიშვილი გადადგა, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ ბუნტისთავები დაისაჯონ დისკვალიფიკაციით. ქევხიშვილის მხარდამჭერი და თავგადაკლული ქომაგი არ ვარ, მაგრამ ის პროექტები რაც მან დაიწყო ძალიან მომწონდა და მხარსაც ვუჭერდი, ვნახოთ ამ პროექტებს როგორ გააგრძელებენ?! ყოველ შემთხვევაში ყველაფერი რაც მოხდა ძალიან ცუდი იყო და ჩვენი ძიუდოს პრესტიჟი ძალიან დაბლა დაეცა. მე როგორც ძიუდოს ერთი ქომაგის აზრით, თუ ვინმეს აინტერესებს, ძალიან დიდი დარტყმა მიიღო თვითონ ძიუდომაც. ლიპარტელიანის და ჭრიკიშვილის საქციელი სულ რომ ცამდე მართლები ყოფილიყვნენ, ძალიან ცუდი მაგალითის მიმცემია მომავალი თაობისთვის. მე პირადად იმდენად ამიცრუვდა მაგათზე გული, არადა მათი თავგადაკლული ქომაგი ვიყავი, ამიერიდან მათი ქომაგობა ძალიან გამიჭირდება. გულშემატკივრების აზრი და პოზიცია საერთოდ არ გაითვალისწინეს. ჩოჩელმაც მშვენიერი წინადადება შესთავაზა და ფეხებზე დაიკიდეს. კულტურის მინისტის ადგილზე ძიუდოს ნაკრებს მაქსიმალურად შევუმცირებდი დაფინასებას და ძირითადად ახალგაზრდებზე და ჭაბუკებზე გავაკეთებდი აქცენტს. ღმერთმა ხელი მოუმართოტ, მაგრამ მეეჭვება მაგათ რამე შედეგი დადონ მომავალში, თვით ლიპარტელიანმაც კი.

08:27 | 02.06.2018
tiko (5545)

რასაც მოიგბთ ერთი ან მეორე მხარე არავის არ გაუყოთ

14:56 | 02.06.2018
პანტელეიმონი (3825)

ერთმნიშვნელოვნად წააგო ქართულმა ძიუდომ

23:45 | 01.06.2018
test (92)

უკვე მგონია ჯადო გაუკეთეს ფედერაციას.

21:11 | 01.06.2018
malxo-56 (354)

მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ვარჯიშით ვერ ვარგობდნენ და იქნებ უვარჯიშებლებმა შედეგები დადონ

10:14 | 03.06.2018
choloka (754)

მოვითხოვოთ ყველასგან მხოლოდ ფინალში ჭიდაობა,დანარჩენი შედეგები ჩაითვალოს არადამაკმაყოფილებლად და ყველა ტურნირის შემდეგ გადაიხედოს სპორტსმენების დაფინანსებაც

03:11 | 02.06.2018
mindia (2278)

ვის არ აქვს შედეგები? პაპინაშვილი მსოფლიო ჩემპიონია იუნიორებში მაგალითად.

20:04 | 01.06.2018
BEERTRANCE (96814)

ტაში კუკური

19:42 | 01.06.2018
mindia (2278)

ღირსება აქვთ ბიჭებს, საღოლ. ზვიადაურს დავცინოდი და მგონი უკვე მართლა მიიყვანს კადაფიმდე საკუთარ თავს.

18:15 | 01.06.2018
kobaSP (4364)

ყოჩაღ ბიჭებო.
ისე როგორც ამბობენ: давно пора! თუმცა, სჯობს გვიან...

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.077475