სხვა

11:04 | 30.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან გორგაძე სუმოს იერარქიის მეორე საფეხურამდე დაწინაურდა

ტოჩინოშინი ოძეკი უკვე ოფიციალურად გახდა. 30 წლის ქართველი სეკიტორის დაწინაურების ამბავი დღეს იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ დაადასტურა.

დღეს დილით გაიმართა ოძეკიდ ნათლობის რიტუალი. ლევან გორგაძემ ტრადიციისამებრ, სატიტულე ფიცი დადო და თქვა, რომ ღირსეულად დაიცავს აღნიშნულ წოდებას, თავდაუზოგავად ივარჯიშებს, რათა სანიმუშო მებრძოლი და სხვა რიკიშებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდეს.

2018 წლის სამ ბაშოზე ლევან გორგაძემ 45 ბრძოლიდან 37 მოიგო და 8 წააგო. იანვრის სუპერტურნირზე "იმპერატორის თასს” დაეუფლა. მაისის ბაშო კი მეორე ადგილით დაასრულა.

ტოჩინოშინი მესამე ევროპელი ოძეკია, ბულგარელი კოტოოშუსა და ესტონელი ბარუტოს შემდეგ. ამ წოდებაზე მაღლა სუმოს იერარქიაში მხოლოდ იოკოძუნას წოდებაა, რომელიც ევროპელთათვის მიუღწეველია. ქართველ სეკიტორის უმაღლესი მწვერვალის დასაპყრობად ზედიზედ ორი ბაშოს მოგება სჭირდება, თუმცა შეიძლება იოკოძუნა ამ ნორმატივის შესრულების გარეშეც გახდეს.

მომდევნო სუპერტურნირი ივლისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111894