ფეხბურთი

11:23 | 28.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები და "რეალის" დომინაცია

უეფამ ჩემპიონთა ლიგის აწ დასრულებული სეზონი შეაჯამა და სიმბოლური ნაკრები შეადგინა. აღნიშნულ სიმბოლურში 20 ფეხბურთელი მოხდა და ჩემპიონ “რეალის” დომინირება აშკარაა – “სამეფო კლუბი” რვა ფეხბურთელითაა წარმოდგენილი.

სხვა მხრივ, ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირია:

მეკარეები: კეილორ ნავასი (“რეალი”), ალისონი (“რომა”)

მცველები: ჯოშუა კიმიხი (“ბაიერნი”), სერხიო რამოსი (“რეალი”), მარსელო (“რეალი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), ვირჯილ ვან დეიკი (“ლივერპული”), რაფაელ ვარანი (“რეალი”)

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”), კაზემირო (“რეალი”), ლუკა მოდრიჩი (“რეალი”), ტონი კროოსი (“რეალი”), ხამეს როდრიგესი (“ბაიერნი”)

თავდამსხმელები: ედინ ჯეკო (“რომა”), რობერტო ფირმინო (“ლივერპული”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101403