ფეხბურთი

12:40 | 27.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: “ჩვენ კარიუსს მხარს ვუჭერთ, ის ჩვენთან ერთად დარჩება”

ჩემპიონთა ლიგის ფინალის “რეალი” – “ლივერპული” (3:1) დასრულების შემდეგ ინგლისური კლუბის თავკაცმა იურგენ კლოპმა ლორის კარიუსის შესახებ ისაუბრა და მას მხარდაჭერა აღუთქვა.

“კარიუსს რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, ის ცუდ მდგომარეობაშია, აანალიზებს მის შეცდომებს. არავის უნდოდა მსგავსი რამ მომხდარიყო. დღეს მისი საღამი არ იყო. ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და ის ჩვენთან დარჩება”- განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპულის” მეკარემ ფინალში ორი უპატიებელი შეცდომა დაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116426