კალათბურთი

11:52 | 25.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ჰიუსტონს” სუპერფინალამდე ერთი ნაბიჯი დარჩა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში “ჰიუსტნმა” “გოლდენ სტეიტი” 98:94 დაამარცხა და 3:2 დაწინაურდა, ტეხასელებს ერთი გამარჯვება დარჩათ და სუპერფინალში გავლენ. პირველი ტაიმის განმავლობაში “ჰიუსტონი” სულ წინ იყო. მესამე პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა გადამწყვეტ მეოთხე მეოთხედში “ჰიუსტონის” კალათბურთელებმა უკეთ ითამაშეს და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმეს. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა. “ჰიუსტონში” 24 ქულით გორდონი გამოირჩა, რომელმაც მნიშვნელოვანი სამქულიანები ჩააგდო. კრის პოლს 20 ქულა და ჰარდენს 19 ქულა ჰქოდნათ. კარიმ 22 ქულა ჩააგდო.

სერიის მეექვსე შეხვედრა ოკლენდში 27 მაისს გაიმართება და თუ “მეომრებმა” ანგარიში გაათანაბრეს, გადამწყვეტ მეშვიდე მატჩს ტეხასი უმასპინძლებს.

0.122921