სხვა

13:33 | 24.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰო დამარცხებულია - ტოჩინოშინის ისტორიული გამარჯვება! (VIDEO)
ლევან გორგაძემ იოკოძუნა ჰაკუჰოსთან ნავსი გატეხა

სეკივაკე ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე უმთავრესი გამარჯვება მოიპოვა. დღეს გამართული მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლევან გორგაძემ უახლოესი მდევარი და უმთავრესი კონკურენტი, სუმოს მონღოლი სუპერვარსკვლავი, იოკოძუნა ჰაკუჰო გაიყვანა დოჰიოს მიღმა. ამ გამარჯვებით ტოჩინოშინმა მრისხანე მოწინააღმდეგესთან 25-ბრძოლიანი მოუგებელი სერია დაასრულა და რაც მთავარია, "იმპერატორის თასისკენ” ასპროცენტიანი შედეგით სვლა განაგრძო. გარდა ამისა, ოძეკის ტიტულიც ულაპარაკოდ გაინაღდა.

ფინიშამდე სამი ტურით ადრე, ქართველი სეკიტორი უახლოეს მდევარს – იოკოძუნა კაკურიუს ერთი ქულით უსწრებს. ჰაკუჰომ კი მიმდინარე სუპერტურნირზე უკვე ორი ქულა დაკარგა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოდაი იქნება. რომელთანაც აქამდე გამართული 8 ურთიერთშეხვედრიდან 5 აქვს მოგებული. მაისის ბაშოზე შოდაის ანგარიშზე 7 ქულაა.

რანგით მეორე, ჯურიო ლიგაში გაგამარუს შიკონათი მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელმა კი მიმდინარე ბაშოზე კიდევ ერთი წარუმატებელი ბრძოლა ჩაატარა და 2 მოგების წილ უკვე 10 წაგება დაუგროვდა.

მეცამეტე ტურის ბრძოლები კოკუგიკანის დარბაზში ხვალ შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109265