კალათბურთი

11:42 | 23.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ჰიუსტონმა” ანგარიში გაათანაბრა (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. “გოლდენ სტეიტი” შინ “ჰიუსტონთან” 92:95 დამარცხდა და სერიაში ანგარიში 2:2 გახდა.

“მეომრებმა” მძლავრად დაიწყეს პირველ პერიოდში 12 ქულითაც იგებდნენ, თუმცა ტეხასელებმა მეორე პერიოდში 10 ქულით წინ გასვლაც კი მოახერხეს. მესამე პერიოდის ბოლოს პირიქით “გოლდენ სტეიტი” გავიდა წინა, 10-ქულიანი უპირატესობით. რაც შეეხება დასკვნით 12-წუთეულს, გადამწყვეტ მომენტში “ჰიუსტონმა” უკეთ ითამაშა და ბოლო პერიოდი 25:12 მოიგო. მატჩის ბოლო წამზე სტეფ კარი ოვერტაიმში გადასაყვანად 3-ქულიანი ისროლა, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩაეშვა.

მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო. სტეფ კარის 28 ქულა ჰქონდა. კევინ დურანტს 27 ქულა, 12 მოხსნა ჰქონდა. კრის პოლმა 27 ქულა, 4 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. სამწუხაროდ ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია.

სერიის მომდევნო შეხვედრა ტეხასში 25 მაისს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.

“გოლდენ სტეიტი” – “ჰიუსტონი” 92:95 (28:19, 18:34, 34:17, 12:25) VIDEO

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.27394