სხვა

14:23 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი იმპერატორის თასისკენ მიიწევს (+VIDEO)

ლევან გორგაძემ კოკუგიკანის ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა და "იმპერატორის თასისკენ” სვლას ასპროცენტიანი შედეგით აგრძელებს. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სეკიტორიმ, რომელიც მაისის სუპერტურნირს სეკივაკეს წოდებით ატარებს, დღეს მესამე მაეგაშირა დაიეიშო პატარა ბავშვივით აიტაცა ხელში და დოჰიოს მიღმა გაიყვანა.

ხვალ გასამართ მეათე ტურში ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა ჩიოტარიუ იქნება.

რანგით მეორე, ჯურიო ლიგაში კი გაგამარუს შიკონათი მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელმა მიმდინარე ბაშოზე მეშვიდე მარცხი იწვნია და საბოლოო უარყოფითი ბალანსის ზღვარზეა. ორასკილოგრამიან ქართველ გოლიათს მაკე კოშისგან თავის დასაღწევად დარჩენილი ექვსივე ბრძოლის მოგება სჭირდება.

0.11285