კალათბურთი

2:13 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ევროლიგის ჩემპიონია

საკალათბურთო ევროლიგის 2017-2018 წლების სეზონის ჩემპიონი მადრიდის “რეალია”. “სამეფო კლუბმა” ფინალში მოქმედი ჩემპიონი “ფენერბახჩე” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა – 85:80.

ბელგრადში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა და ამიტომაც იყო, რომ დიდ შესვენებაზე თურქები ოდენ 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. თუმცა, მესამე პერიოდი “ფენერმა” სულად ჩააგდო და სწორედ ამ ათწუთეულმა გადაწყვიტა, არამარტო მატჩის, არამედ სეზონის ბედი. “სამეფო კლუბმა” მეტოქე მეორე ტაიმის სტარტზე დაჯაბნა და ორქულიანი ჩამორჩენის შემდეგ, დასკვნითი პერიოდის წინ 8 ქულით დაწინაურდა.

“რეალი” არ გეგმავდა მოპოვებული უპირატესობის განიავებას და ასეც მოხდა. “ფენერბახჩემ” მხოლოდ ის მოახერხა, რომ ანგარიშში სხვაობა შეამცირა და ტიტული ვერ შეინარჩუნა.

“რეალმა” კი ევროლიგა ისტორიაში მეათედ მოიგო და პირველად 2014-2015 წლების სეზონის შემდეგ.

მადრიდელთა რიგებში ფაბიენ კოზიორი გამორჩა 17 ქულით, ხოლო ლუკა დონჩიჩის შედეგი ასეთი გამოდგა – 15 ქულა, 3 მოხსნა. “ფენერბახჩეს” რიგებში კი კალათბურთს ერთადერთი ადამიანი თამაშობდა, ნიკოლო მელი. იტალიელმა 28 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი გაახერხა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. ბრედ ვანამაკერმა 14 ქულა ჩააგდო, აი დანარჩენები კი 10-ქულიან ზღვარს არ გადაცილებულან.

მცირე ფინალში კაუნასის “ჟალგირისმა” 79:77 დაამარცხა მოსკოვის ცსკა და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.

“რეალი” – “ფენერბახჩე” 85:80 (21:17, 17:23, 25:15, 22:25)

თეგებიევროლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.189216