ფეხბურთი

23:36 | 20.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილის ბენეფისი: ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში საოცარი მატჩი ჩაატარა გიორგი პაპუნაშვილმა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა “სარაგოსასა” და “ალბასეტეს” შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა.

ქართველმა მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში, როდესაც ჩვეულ სტილში მარცხენა ფეხით მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა. 28-ე წუთზე უკვე პომბოს კარგი გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან შეაგდო, ხოლო 42-ე წუთზე ალბერტო ზაპატერი მახვილგონივრული პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა და გამოცდილმა ნახევარმცველმა გარჯა დაუფასა. გიორგიმ 56-ე წუთზე უკვე მესამედ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1. აღნიშნულ მატჩში გიორგი 58-ე წუთზე შეცვალეს.

ცალსახად, ეს პაპუნაშვილის საუკეთესო მატჩია მას შემდგომ, რაც “სარაგოსას” ღირსებას იცავს. გიორგის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი (7 ლა ლიგა 2-ში, 1 სამეფო თასზე).

“სარაგოსა” კი ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. არაგონელებს 65 ქულით მეოთხე პოზიცია უკავიათ და სეზონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. თუ ექვსეულის არ ჩამოსცილდებიან, გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებენ.

ლორკა   2 - 1    სევილია ბ

შემადგენლობა

მოვლენები

ნუმანსია   2 - 1    ლეონესა

შემადგენლობა

მოვლენები

გრანადა   2 - 1    კადისი

შემადგენლობა

მოვლენები

ხიმნასტიკი   2 - 0    რაიო

შემადგენლობა

მოვლენები

კორდობა   3 - 0    ხიხონი

შემადგენლობა

მოვლენები

ალკორკონი   3 - 0    რეუსი

შემადგენლობა

მოვლენები

ბარსელონა ბ   0 - 2    სარაგოსა

შემადგენლობა

მოვლენები

ტენერიფე   1 - 1    ალბასეტე

შემადგენლობა

მოვლენები

ვალიადოლიდი   2 - 0    ოსასუნა

შემადგენლობა

მოვლენები

ოვიედო   2 - 1    უესკა

შემადგენლობა

მოვლენები

ლუგო   1 - 1    ალმერია

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.332465