ჭადრაკი

20:19 | 20.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟუ ვენჟუნი მსოფლიოს მე-17 ჩემპიონია!

3 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით ჩინეთის ქალაქები: შანხაი და ჩუნცინი ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის გამართულ მატჩს მასპინძლობდნენ. ერთანეთს 2017 წლის მსოფლიოს ნოკაუტ- ჩემპიონატის გამარჯვებული ტან ჟუნი და 2016-2017 წლების ქალთა გრან პრის სერიის გამარჯვებული ცზიუ ვენცზიუნი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ორივე მათგანი მსოფლიოს ტოპ ათეულში იმყოფება ქალთა შორის, თუმცა რადგან მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქალი-მოჭადრაკე ჰოუ იფანი არ იბრძოდა ჩემპიონის ტიტულისათვის მატჩს თავის ქვეყანაშიც კი არ გამოუწვევია დიდი ინტერესი.

ცზიუ ვენცზიუნმა მინიმალური ანგარიშით 5,5:4,5 გაიმარჯვა და მსოფლიოს მე-17 ჩემპიონად მოგვევლინა. შეგახსენებთ მსოფლიოს ჩემპიონატი ქალთა შორის პირველად 1927 წელს ლონდონში გაიმართა და ჩეხი ვერა მენჩიკის გამარჯვებით დასრულდა.

სხვადასხვა წლებში მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულს ფლობდნენ:

1.ვერა მენჩიკი (ჩეხეთი) – 1927-1939 წწ. (ერთადერთი ქალი რომელიც ჩემპიონის რანგში გარდაიცვალა)

2.ლუდმილა რუდენკო (სსრკ) – 1949- 53წწ.

3.ელიზავეტა ბიკოვა (სსრკ) – 1953-56; 1958-62 წწ.

4.ოლგა რუბცოვა (სსრკ) - 1956-58წწ.

5.ნონა გაფრინდაშვილი - 1962 - 78 წწ.

6. მაია ჩიბურდანიძე - 1978 – 91 წწ.

7. სე ცზიუნი (ჩინეთი) - 1991- 96წწ; 1999-2001წწ;

8.ჟუჟა პოლგარი (უნგრეთი) -1996-99 წწ.

9. ჟუ ჩენი (ჩინეთი) – 2001-04 წწ.

10.ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) – 2004-06;

11.სიუ იუხუა (ჩინეთი) – 2006-08 წწ.

12.ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) – 2008-2010 წწ.

13.ჰოუ იფანი (ჩინეთი) – 2010-11;20113-2015; 2016-17წწ.

14.ანა უშენინა(უკრაინა) 2012-13 წწ.

15 მარია მუზიჩუკი (უკრაინა) 2015-16 წწ.

16 ტან ჯუნი (ჩინეთი) – 2017-18 წწ.

17.ცზიუ ვენცზიუნი (ჩინეთი) – 2018.

http://gcf.org.ge

0.119196