კალათბურთი

12:46 | 20.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

„კლივლენდმა“ სხვაობა შეამცირა

„კლივლენდმა“ შინ „ბოსტონი“ 116:86 დაამარცხა და სერიას 1:2-ს აგებს. „კავალიერსმა“ მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგო. „კლივლენდმა“ ამჯერად გუნდური კალათბურთი ითამაშა და ექვსმა კალათბურთელმა მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის საუკეთესო 27 ქულით, 12 პასით და 5 მოხსნით ლებრონ ჯეიმსი იყო. „ბოსტონში“ ყველაზე მეტი 18 ქულა ტატუმის ანგარიშზეა.

მომდევნო შეხვედრა ისევ კლივლენდში 22 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.

„კლივლენდი“ – „ბოსტონი“ 116:86 (32:17, 29:24, 26:22, 29:23)(VIDEO)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109902