ფეხბურთი

1:56 | 20.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია და "ვიტესი" ევროპა ლიგაზე გავიდნენ

არნემის “ვიტესმა” ერედივიზიონის ევროპა ლიგის პლეი-ოფი მოიგო და ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის რანგით მეორე ტურნირზე. ფინალში გურამ კაშიამ და მისმა თანაგუნდელებმა ორმატჩიან დუელში “უტრეხტი” დაამარცხეს – 5:3 (3:2, 2:1).

სამიოდ დღის წინ, არნემში “ვიტესმა” გურამ კაშიას ბოლო წუთზე გატანილი გოლით მეტოქე 3:2 დაამარცხა, ხოლო საპასუხო შეხვედრა უკვე სტუმრად მოიგო, თანაც უფრო მშვიდად. არნემელები პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 იგებდნენ და უპირატესობა არ გაუფლანგავთ. კაშიამ აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

მთლიანობაში, ქართველი მცველისთვის საკმაოდ კარგი სეზონი გამოდგა. გურამმა ერედივიზიონის 36 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა (“როდასთან”, “აიაქსთან”, “ფეიენოორდთან” და “უტრეხტთან”), ჰოლანდიის თასზე ერთხელ ითამაშა, ხოლო ევროპა ლიგაზე 6 თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113478