ფეხბურთი

12:23 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო ლუკარელი - "პარმას" თანამედროვე გმირი

“ვამაყობ ამ გუნდით, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შეუძლებელი მგონია, ვერ ვიჯერებ. საოცარი ქომაგები გვყავს, რომლებიც ყოველთვის ჩვენთან იყვნენ. უდიდესი სიხარულია და ახლა შემიძლია კარიერაც დავასრულო... თუმცა არა, ვნახოთ”, - “პარმას” კაპიტანი ალესანდრო ლუკარელი.

ლუკარელი თანამედრო საფეხბურთო გმირია. სამი წლის წინ, როდესაც ერთ დროს ძლევამოსილი “პარმა” გაბანკროტდა და პროფესიონალური ფეხბურთიდან სამოყვარული ლიგაში გადაისროლეს (სამი ლიგით დაბლა), კაპიტანი დარჩა. კაპიტანი მაშინ უხელფასოდ თამაშს დასთანხმდა და პირობა დადო, რომ გუნდთან ერთად დაბრუნდებოდა იქ, სადაც “პარმას” ადგილი იყო. ეს ადგილი რაღა თქმა უნდა, სერია A გახლდათ!

ალესანდრომ მაშინ დაამტკიცა, რომ ნამდვილი ადამიანი იყო და როგორც ნამდვილ ადამიანებს შეშვენით, სიტყვა შეასრულა: დაბრუნდა სერია A-ში! ერთი შეხედვით “მერძევეთა” ისტორია დაუჯერებელს ჰგავს. სამი წელი, სამი აღზევება ლიგიდიან ლიგაში! “პარმამ” ჯერ სამოყვარული ლიგიდან ლეგა პროში (სერია ჩ) მოიპოვა ადგილი, მერე სერია B-ში და ახლა უკვე ელიტაში, სერია A-ში. ასეთი ამბები უმეტესად მხოლოდ ფილმებში ხდება, მაგრამ ემილია-რომანიაში ყველაფერი რეალურია.

ალესანდრო ლუკარელი კი “პარმას” თანამედროვე გმირია. ფეხბურთელი, რომელსაც სხვებისგან არაფრით გამორჩეული კარიერა არ ჰქონია და 2008 წლამდე პანტა-პუნტი იცვლიდა გუნდებს – “პიაჩენცა”, “პალერმო”, “ფიორენტინა”, “ლივორნო”, “რეჯინა”, “სეინა”, “ჯენოა” და 2008 წლიდან უცვლელად “პარმა”. ფეხბურთელი, რომლის ძმა უფრო სახელოვანი იყო საფეხბურთო სამყაროში. სტაჟიან ქომაგებს უნდა ახსოვდეთ კრისტიანო ლუკარელი, რომელიც 2004-2005 წლების სეზონში, ვარსკვლავებით სავსე სერია A-ში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მისი ძმა ალესანდრო გოლეადორის თვისებებით არ დაუჯილოდევბია ბუნებას, მაგრამ ადამიანური თვისებები ბლომად უბოძა და შედეგიც სახეზეა: კაპიტანი “პარმას” სახლში დაბრუნებისკენ ღირსეულად წარუძღვა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109852