ჩოგბურთი

23:59 | 18.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მონატრებული მატჩი: ჯოკოვიჩი ნადალს დაუპირისპირდება (+VIDEO)

რომის მასტერსის მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა კეი ნიშიკორი 2:6, 6:1, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში კარგად ნაცნობ მეტოქეს, რაფაელ ნადალს შეხვდება. ესპანელს და სერბს შორის 51-ე მატჩი გაიმართება, რაც ღია ტურნირების არსებობის ისტორიაში მორიგი სარეკორდო დაპირისპირება იქნება.

მიმდინარე წელს ჯოკოვიჩმა მეათე მატჩი მოიგო და ფორმაში შესვლას ცდილობს. სერბს რომის მასტერსი ოთხჯერ აქვს მოგებული, ამ ტურნირზე კი ნადალს ექვსჯერ შეხვდა და სამ დაპირისპირებაში იმარჯვა. სულ ურთიერთშეხვედრებში ნოვაკი რაფას 26:24 უგებს. აღნიშნულ წყვილს შორის ბოლო შეხვედრა გასულ წელს მადრიდის მასტერსის ნახევარფინალში გაიმართა და ნადალმა ჯოკოვიჩთან (6:2, 6:4) ზედიზედ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115252