ფეხბურთი

0:54 | 18.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძემ ისევ გაიტანა (+VIDEO)

დანიის სუპერლიგის პლეი-ოფში, რომელიც უმაღლეს დივიზიონში დამრჩენ გუნდებს გაარკვევს, საბა ლობჟანიძე ისევ შედეგიანად თამაშობს. “რანდერსმა” პლეი-ოფის ფინალის პირველ მატჩში სტუმრად “ლიუნგბიუ” 2:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა.

საბამ აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ეს მისთვის მე-13 გოლი გამოდგა (9 რეგურალურ სეზონში, 3 პლეი-ოფში, 1 დანიის თასზე).

იქვე, დანიაში, დავით სხირტლაძის “სილკებორგი” სტუმრად “ჰელსინგორს” დაუზავდა (1:1). ქართველი შემტევი თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო. პლეი-ოფის საპასუხო მატჩები 21 მაისს გაიმართება და ქართველების ორივე გუნდი საკუთარ მოედანზე ითამაშებს.

0.112236