უეფას ექსპერტთა ჯგუფმა ევროპა ლიგის 2017/18 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. 18-კაციან შემადგენლობაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ტურნირის გამარჯვებულს მადრიდის "ატლეტიკოს" (6) ჰყავს.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: იან ობლაკი ("ატლეტიკო"), რუი პატრისიუ ("სპორტინგი")
მცველები: ლეონარდო ბონუჩი ("მილანი"), დიეგო გოდინი ("ატლეტიკო"), შტეფან ლიაინერი ("ზალცბურგი"), ლუის გუსტავო ("მარსელი"), ბუნა სარი ("მარსელი");
ნახევარმცველები: ბრუნუ ფერნანდეში ("სპორტინგი"), ნაბი კეიტა ("ლაიპციგი"), დიადი სამასეკუ ("ზალცბურგი"), კოკე, საული, გაბი (სამივე "ატლეტიკო");
თავდამსხმელები: ჟელსონ მარტინში ("სპორტინგი"), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო"), ჩირო იმობილე ("ლაციო"), დიმიტრი პაიეტი ("მარსელი"), ტიმო ვერნერი ("ლაიპციგი");