ჭიდაობა

13:36 | 17.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლების მონაგარი – ოქრო, ვერცხლი და 5 ბრინჯაო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 14-16 მაისს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ათი წონითი კატეგორიიდან შვიდში მედალი მოიპოვა.

ყველაზე შედეგიანად იჭიდავა ბაგრატ გაგნიძემ (71 კგ), რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა. დავით აბდალაძე (55 კგ) ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დაეუფლა. გიორგი გეგელაშვილმა (48 კგ), გიორგი ჭოლაძემ (51 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (60 კგ), გიორგი ნებუნიშვილმა (80 კგ) და სოლომონ მანაშვილმა (110 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

18-20 მაისს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრები მაკედონიაში უკვე გაემგზავრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112535