ფეხბურთი

15:09 | 15.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი რჩება

ვეტერანი ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერის “ფეიენოორდში” რჩება. როგორც როტერდამული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის კონტრაქტი 2018-2019 წლების სეზონის ბოლომდე გახანგრძლივდა.

34 წლის ვან პერსი სწორედ “ფეიენოორდის” აკადემიის აღზრდილია და 2001-2004 წლებში “დე კუიპზე” თამაშობდა.

ვან პერსი მშობლიურ გუნდს მიმდინარე წლის იანვარში დაუბრუნდა და ერედივიზონში 12 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114016