ფეხბურთი

13:30 | 13.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ასენსიოს სანაცვლოდ "რეალს" კანტეს შესთავაზებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევი მარკო ასენსიო "ჩელსის" მთავარი სამიზნეა. როგორც Don Balon-ი იუწყება, ლონდონელები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 22 წლის ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდებიან, სანაცვლოდ კი "რეალს" ნ`გოლო კანტეს დაუთმობენ.

ჯერჯერობით უცნობია მადრიდელთა პოზიცია აღნიშნული ტრანსფერის გეგმასთან დაკავშირებით. ასენსიო "რეალისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხდება და მიმდინარე სეზონში 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თავი კი 11 გოლით და ექვსი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კანტე კი "ჩელსის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და 46 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124569