ჩოგბურთი

13:21 | 11.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნადალის მორიგი რეკორდი

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა მადრიდის მასტერსის 1/8-ფინალში არგენტინელი დიეგო შვარცმანი 6:3, 6:4 დაამარცხა. რაფას ზედიზედ 50 მოგებული სეტი დაუგროვდა, რითაც ჯონ მაკინროის (ზედიზედ 49 მოგებული სეტი) რეკორდი გააუმჯობესა.

რაფას და შვარცმანის შეხვედრა საათსა და 44 წუთს გაგრძელდა. ორივე სეტში შვარცმანი უშანსოდ იყო. ¼-ფინალში რაფაელი დომინიკ ტიმს შეხვდება. მატჩი 11 მაისს თბილისსი დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში ნადალი ტიმს 6:2-ს უგებს.

0.111132