სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
თამაშგარე

11:19 | 11.05.2018 | ნანახია 1294 - ჯერ

მესის ცოლის სამუნდიალე იმედები

ლეო მესის ცოლმა, ანტონელა რეკუზომ ლამისაა წმინდა პორფილეს ხატზე დაიფიცოს, რომ მისი ქმარი გატეხავს საშინელ ნავსს და რუსეთში გასამართ მუნდიალზე მშობლიური არგენტინის საფეხბურთო ნაკრებისთვის ისევე ბოლომდე დაიხარჯება, როგორც ეს ლეოს კატალონიის “ბარსელონაში“ სჩვევია.

ანტონელა ცხადია აპირებს ქმარსა და სრულიად “ალბისელესტეს“ გაყვეს რუსეთში და იმასაც ამბობს, რომ ასე მოტივირებული, მონდომებული და რწმენით აღსავსე ლეო მესი მასაც კი არასოდეს უნახავს და შეუძლებელია ამხელა სურვილმა და მონდომებამ თავისი შედეგები რომ არ გამოიღოს.

სხვათა შორის, ანტონელა ერთ-ერთი ის ადამიანი იყო, რომელმაც ოთხი წლის წინ, ბრაზილიის მუნდიალზე ფინალში გერმანიასთან მარცხში თავისი ქმრის “წვლილი“ არ უარყო. თუმცა, მაშინვე განაცხადა, რომ ლეო მესი ადრე თუ გვიან აუცილებლად შეძლებდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. ვნახოთ ბატონო, ვნახოთ...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:29 | 16.05.2018
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1065)

ჰეჰ შეჩემისავ ამხელა მაყუთის პატრონი ხარ და ვიგაც გასიებული, რომ არ ხეხო ყოველდღე ქალი დაილია ? :

16:52 | 11.05.2018
Buratino (3136)

მესი და არგენტინელების მწვრთნელი თუ არ მოიშლიან ამოჩემებას და არ "გადაახტებიან" თავის ეგოს, მაშინ არგენტინას მუნდიალის მოგების შანსი ექნება

16:52 | 11.05.2018
Buratino (3136)

"არ ექნება" უნდა დამეწერა

14:55 | 11.05.2018
BEERTRANCE (97405)

ინტრიგები თუ დარჩა ნაკრებში უშანსოდ იქნება არგენტინა

14:12 | 11.05.2018
# KoRBeN DaLLaS # (12329)

სენიორა ანტონელა, შენ პორფილეს ხატთან ლოცვები გააძლიერე. შენი ქვეშქვეშა ქმარი კი ნაკრებში ინტრიგების ხლართვას მოეშვას.
"ალბისელესტემ" თუ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, პირველ ქალი იქნები არგენტინაში. ევიტა პერონი აღარც არავის გაახსენდება...

12:57 | 11.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ჩემი აზრით ეს ბოლო შანსია მსოფლიოზე მესისთვის. სამწუხაროდ ალბათ ოცნება აუხდენელი დარჩება მესის. აქამდე ნაჩვენები თამაშებით არგენტინა 1/2 ფინალშიც ვერ გააღწევს.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.091995