ფეხბურთი

22:30 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობას 14 მაისს დაასახელებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე 14 მაისს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 23-კაციან შემადგენლობას დაასახელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრაზილიური მედიასაშუალებები ავრცელებენ. ტიტემ თებერვალში უკვე დაასახელა 15 ფეხბურთელი, რომლებიც მუნდიალზე იასპარეზებენ თუ ტრავმას არ მიიღებენ.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები E ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად შვეიცარიის, სერბეთის და კოსტა რიკის ნაკრებები ეყოლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115238