კალათბურთი

17:36 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "დიდი მადლობა ყველას!"

საქართველოს ნაკრებისა და “ბასკონიას” კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ მადლობის წერილი გაავრცელა. ეს, მას შემდეგ, რაც ჩვენებური ევროლიგის სეზონის ხუთეულში მოხვდა.

“მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ყოველდღე მეხმარებოდნენ, რომ უკეთესი გავმხდარიყავი. მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. მადლობა ევროლიგას, “ბასკონიას”! და რაც მთავარია, მადლობა ღმერთს, რომ მე ვარ ამ პოზიციაზე”, - დაწერა შენგელიამ.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიას კარიერაში გამორჩეული სეზონი ჩაატარა და ევროლიგის სეზონის სიმბოლურში პირველად მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109836