ფეხბურთი

16:44 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბოკა ხუნიორსი" არგენტინის ჩემპიონია (+VIDEO)

“ბოკა ხუნიორსი” არგენტინის ჩემპიონია. გილერმო ბაროს სკელოტის გუნდმა სუპერლიგის გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ზედიზედ მეორე ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა.

“ბოკა” “ხიმნასია ლა პლატასთან” სტუმრად მხოლოდ ფრეს (2:2) გამორჩა, მაგრამ მდევარ “გოდოი კრუზს” 4 ქულით გაასწრო და ბუნებრივია ეს სხვაობა ერთი ტურისთვის აღმოუფხვრელია.

“ბოკა ხუნიორსი” ისტორიაში 33-ედ გახდა არგენტინის ჩემპიონი და ამ მხრივ მას მხოლოდ თანაქალაქელი “რივერ პლეიტი” აღემატება, რომელსაც 36-ჯერ აქვს მოპოვებული არგენტინის ჩემპიონობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115626