კალათბურთი

14:20 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბოსტონი" ფინალშია და ლებრონზე გაიწევს (+VIDEO)

“ბოსტონი” აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალშია. “სელტიკსმა” “ფილადელფია ძალზე დაძაბულ შეხვედრაში 114:112 დაამარცხა და სერია დამაჯერებლად, 4:1 მოიგო. ბევრს ეცადა “სიქსერსი”, რომ სერია გაეგრძელებინა, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწიეს.

ოთხივე პერიოდი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და გამარჯვებულის ვინაობა რომ ბოლო წამებზე გაირკვა, სრულიად ლოგიკური იყო. საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე, ტერი როზიეს ორი საჯარიმოს შემდეგ “ბოსტონი” 4 ქულით დაწინაურდა თითქოს ყველაფერი გაირკვა. მიუხედავად ამისა, “ფილამ” მაინც გაიბრძოლა – ჯეი ჯეი რედიკის სამქულიანით სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, მაგრამ ბოსტონელმა მარკუს სმარტმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო და “სელტიკსმა” შეხვედრა ორი ქულის სხვაობით მოიგო.

“ფილადელფიას” დარიო სარიჩმა და ჯოელ ემბიდმა ულიდერეს. ხორვატმა 27 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი გაიფორმა, ხოლო ემბიდის მონაგარიც დაახლოებით ანალოგიუი გამოვიდა: 27 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი. “ბოსტონის” რიგებში ჯეისონ ტატუმი (25 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი) და ბენ სიმონსი გამოირჩნენ (24 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი).

წინ კი კონფერენციის ფინალია – “ბოსტონი” ამჯერად “მეფე ლებრონისა” და კომპანიის, “კლივლენდ კავალიერსის” წინააღმდეგ წარსდგებიან. სერიის პირველი მატჩი 13 მაისს, ბოსტონში გაიმართება.

“ბოსტონ სელტიკსი” – “ფილადელფია სიქსერსი” 114:112 (25:24, 36:28, 22:30, 31:30)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.222806